შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმი შესაძლოა, უკვე 2021 წელს ჩატარდეს
შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტერჯენი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარება მომდევნო წელს სურს.
ამის შესახებ The Times-ი წერს.
“თარიღი ჯერ არ დამინიშნავს. არ გამოვრიცხავდი და არც გამოვრიცხავ ამას, შოტლანდიას ჰქონდეს შესაძლებლობა, აირჩიოს, იყოს თუ არა დამოუკიდებელი”, – თქვა მან.
შოტლანდიაში საპარლამენტო არჩევნები მაისში ჩატარდება და მოსალოდნელია, რომ გამარჯვებას სტერჯენის პარტია მოიპოვებს. პირველი მინისტრი მორიგ გამარჯვებას განიხილავს, როგორც მანდატს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
შოტლანდიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ Brexit-მა საფუძვლიანად შეცვალა პოლიტიკური ვითარება და ის მორიგ რეფერენდუმს მოითხოვს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობით უკმაყოფილება პანდემიამაც გააძლიერა.
ჩატარებულ 14 გამოკითხვაში დამოუკიდებლობას ემხრობა შოტლანდიელების 51%-დან 59%-მდე. ამასთანავე, 2017-2019 წლებში ჩატარებულ გამოკითხვებში ჩანდა, რომ შოტლანდიელების უმრავლესობას გაერთიანებული სამეფოს დაშლა არ სურს.
რაც შეეხება ბრიტანეთის პოზიციას, ბორის ჯონსის რეფერენდუმის ჩატარება არ სურს. მისი თქმით, 2014 წელს შოტლანდიელებმა კითხვას უკვე უპასუხეს, ამიტომ, მორიგი მასობრივი კვლევის გამართვა ნაადრევია.