რუსთავის გზატკეცილის N44-ის მიმდებარედ სკვერი განთავსდა

2018 წლიდან დღემდე კრწანისის რაიონში 55-მდე სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. მთლიანი ტერიტორიის 6 ჰექტარზე ახალი რეკრეაციული სივრცეები განთავსდა.
აღსანიშნავია, რომ სკვერები მოეწყო ისეთ სივრცეებში, რაც მანამდე სრულიად აუთვისებელი იყო და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის დასასვენებლი სივრცე არ არსებობდა.
მათ შორისაა, რუსთავის გზატკეცილის N44-ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც პირველ ეტაპზე საყრდენი კედელი მოეწყო, შემდეგ განთავსდა სკვერი და ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
პროექტის ფარგლებში, კრწანისის რაიონში მოწყობილ თუ რეაბილიტირებულ თითოეულ სკვერში საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ქსელი დამონტაჟდა. ტერიტორია მთლიანი ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. ირგვლივ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. დამონტაჟდა სკამები, სეპარირებული ურნები. ასევე, დეკორატიული ფილები დაიგო. ადგილზე სკვერისათვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები