შალვა თადუმაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელ დევიდ ქენედეისთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. კერძოდ, საუბარი შეეხო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ლაბორატორიის შესაძლებლობების გაზრდას და ლაბორატორიის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და სპეციალიზებული განგრძობადი განათლების მოდულის შექმნას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტოს მხარდაჭერით, წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები