დავით ქართველიშვილი: თბილისმა ფაქტობრივად ჩამოაყალიბა რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელი ევროპულ სივრცეში ავტორიტარული სისტემების გარეთ და იქცა კონსერვატიული საკანონმდებლო პოლიტიკის ერთგვარ ფლაგმანად
„და მაინც, რატომ გვებრძვის ასეთი გაშმაგებით “ეფშტეინის ცივილიზაცია”, “მოსკოველი მექანიზატორების” მეშვეობით. ერთ-ერთ “ცივილიზაციურ” მაჩვენებელში, ევროპამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თვალსაჩინო იდეოლოგიური ტრაექტორია გაიარა,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, საქართველომ მიღებული ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონით ფაქტობრივად ჩამოაყალიბა რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელი ევროპულ სივრცეში და იქცა კონსერვატიული საკანონმდებლო პოლიტიკის ერთგვარ ფლაგმანად.
„და მაინც, რატომ გვებრძვის ასეთი გაშმაგებით “ეფშტეინის ცივილიზაცია”, “მოსკოველი მექანიზატორების” მეშვეობით. ერთ-ერთ “ცივილიზაციურ” მაჩვენებელში, ევროპამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თვალსაჩინო იდეოლოგიური ტრაექტორია გაიარა. თუ “ეფშტეინის ფასეულობების” მიმართ, 2019–2020 წლებში საკანონმდებლო სურათი შედარებით ერთგვაროვანი იყო, 2024–2026 წლებში ის მკვეთრად შეიცვალა. ისეთი ქვეყნების შემთხვევაშიც კი, როგორიცაა უნგრეთი ან სლოვაკეთი, ქალისა და კაცის განმარტების ნაწილში, კონსტიტუციური კონსერვატიული ნორმები კი არსებობდა, თუმცა არ არსებობდა სრულფასოვანი საკანონმდებლო პაკეტები, რომლებიც არეგულირებდა საგანმანათლებლო, კულტურულ და საჯარო სივრცეს.
ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მსგავსი მდგომარეობა იყო საქართველოშიც: ფორმალურად ტრადიციული საოჯახო სამართალი უკვე არსებობდა, თუმცა ლგბტ დღის წესრიგის პირდაპირი შეზღუდვის საკანონმდებლო სისტემა ფაქტობრივად არ იყო. გარდატეხა 2020-იანი წლების პირველ ნახევარში მოხდა, როდესაც 2021 წელს უნგრეთმა მიიღო კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ლგბტ თემატიკის დემონსტრირებას ზღუდავდა, მოგვიანებით ამას დამატებითი ზომები და კონსტიტუციური ცვლილებები მოჰყვა. შემდეგ ამ ხაზს შეუერთდა სლოვაკეთიც, რომელმაც კონსტიტუციურად გაამყარა ორი ბიოლოგიური სქესის ფორმულა, და ბულგარეთი, სადაც სკოლებში გენდერული თემატიკის პოპულარიზაციის აკრძალვა ამოქმედდა.
თუმცა სწორედ 2024 წელს საქართველოში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი გახდა ამ სფეროს მარეგულირებელი ყველაზე სისტემური და კომპლექსური: შეზღუდვები შეეხო ერთდროულად რამდენიმე საკითხს – საჯარო ღონისძიებებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და იურიდიული “გენდერული განსაზღვრის” პროცედურებს. შედეგად, თბილისმა ფაქტობრივად ჩამოაყალიბა რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელი ევროპულ სივრცეში ავტორიტარული სისტემების გარეთ და იქცა კონსერვატიული საკანონმდებლო პოლიტიკის ერთგვარ ფლაგმანად.
ამის შემდეგ ევროპაში ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი კონფიგურაცია გამოიკვეთა. ქვეყნები, რომლებმაც უკვე მიიღეს ან გაამკაცრეს მსგავსი შეზღუდვები (უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი) ფაქტობრივად ჩამოაყალიბეს ცენტრალურ-ევროპული ბლოკი, რომელსაც ნაწილობრივ უახლოვდება პოლიტიკური პროცესები იტალიაშიც. ეს იდეოლოგიური სარტყელი დუნაიდან შავი ზღვისკენ და შემდეგ კავკასიისკენ იჭიმება. ამ ფონზე საქართველოს მაგალითი ხშირად იხსენიება დისკუსიებში „სუვერენული კულტურული პოლიტიკის” შესახებ, სახელმწიფოთა შორის, რომლებიც ცდილობენ გარკვეული დისტანცირების დაცვას ევროკომისიების მიერ განსაზღვრული ნორმატიული ხაზისგან და ევროკავშირის ლიბერალური ბირთვისგან. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს სია შესაძლოა გაფართოვდეს.
უკვე დღეს მსგავსი ინიციატივები განიხილება რუმინეთიში, სლოვენიაში და ლატვიაშიც კი, სადაც საპარლამენტო ძალები სკოლებში გენდერული პოლიტიკის, არასრულწლოვანთა სამედიცინო პროცედურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების რეგულირების გამკაცრებას სთავაზობენ. თუ ამ პროექტების ნაწილი მაინც განხორციელდება, ევროპაში შეიძლება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ახალი კონსერვატიული საკანონმდებლო სარტყელი – ბალტიისპირეთიდან ცენტრალური ევროპის გავლით შავი ზღვის რეგიონამდე, სადაც საქართველო აღნიშნული სფეროს საკანონმდებლო რეგულაციებში უპირობო ლიდერი და ლიბერალ-გლობალისტებისთვის დამღუპველი მაგალითის მიმცემია. სწორედ ამიტომ ებრძვიან,” – წერს დავით ქართველიშვილი.