ირაკლი ქადაგიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: მათ სიკეთე არ ამოძრავებთ საქართველოს მიმართ
“მათ სიკეთე არ ამოძრავებთ საქართველოს მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაცმოძრაობის” მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი დანაშაულისკენ არიან მიდრეკილი.
„ჩვენ გვაქვს დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს მქონე ადამიანთა ერთობა. ადამიანების, რომლებიც მიმართულნი არიან დანაშაულისკენ, ერთობა ყოველთვის იქნება არა სიკეთით განმსჭვალული, არამედ – ურთიერთდაპირისპირებით. სწორედ ამ საფუძველზე დაშლილ და შეერთებულ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იქნება ურთიერთდაპირისპირება. მათ სიკეთე არ ამოძრავებთ საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.