გიორგი გახარია: არავინ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებდით იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში
“არავინ თქვას, რომ, არჩევნების გადადების შემთხვევაში, შევინარჩუნებდით იმ ციფრებს, რაც აგვისტოში გვქონდა”, –ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერის თქმით, მეორე ტალღისთვის მთავრობა ემზადებოდა, თუმცა, ამჯერად მეტი კომპრომისი გახდა საჭირო.
„არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ხმა მისცეს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. არავინ არ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებით იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებ, მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ივნისშიც, ივლისშიც და აგვისტოშიც და ამისთვის ვემზადებოდით, უბრალოდ, ორი მდგენელის ნაცვლად სამი მდგენელი რომ გაგვიჩნდა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო მეტ კომპრომისზე მოგვიწია წასვლა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.