რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერები ხელახლა გამოაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 19 მილიონ ევროს შეადგენს.

“რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ნაწილს და აკავშირებს საქართველოს საგზაო ქსელს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საერთო ჯამში, 61.3 კმ სიგრძის, 4 ზოლიანი, ბეტონის საფარის ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება გარე განათების სისტემით. ასევე, გათვალისწინებულია 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირება მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ჰოლანდიურმა კომპანიამ განახორციელა.

ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულებზე:

https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1774620492

https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1774620926 ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები