ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, ინდივიდუალური სოციალური სახლების მშენებლობა დასრულდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, ინდივიდუალური სოციალური სახლების მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი ოჯახის დასრულებული სახლი დაათვალიერა. აღნიშნულ სახლში საცხოვრებლად 5-წევრიანი ოჯახი გადავა.
“კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლები 10 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ.
დასრულებული სამუშაოები მერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან ცოტნე ანანიძესთან, მოადგილესთან ჯუმბერ ჭყონიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან იოსებ ჟღენტთან ერთად დაათვალიერა,”- წერია ინფორმაციაში.