28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით მსხვილ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდვითარების სტაბილიზაციის მიზნით მთავრობა შემდეგ ზომებს მიმართავს:
28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს.
ამასთანავე, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქება და მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები