მარინა კალიურანდი: სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა განცხადებას აკეთებს და მათ სინდისზეა, რასაც ისინი ამბობენ

“მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ბოიკოტისა და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ვითარებას გამოეხმაურა.

„სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა განცხადებას აკეთებს და მათ სინდისზეა, რასაც ისინი ამბობენ. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და ეს არის ეუთო/ოდირ-ი. მე მათ სრულად ვუჭერ მხარს. ისინი ისე აკვირდებიან არჩევნებს, უწევენ მონიტორინგს საარჩევნო პროცესსა და წინასაარჩევნო პერიოდს საქართველოში, როგორც ამას სხვა ქვეყნებში აკეთებენ. ისინი არჩევნებზე დაკვირვებისას იცავენ და პატივს სცემენ საერთაშორისო სტანდარტებს. ვფიქრობ, მათზე პერსონალურად განხორციელებული შეტევა უბრალოდ არასამართლიანია“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები