კახა კალაძე: სამწუხაროა, რომ მეგობარ ელჩებზე, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებსა და საერთაშირისო პარტნიორებზე თავდამსხმელ განცხადებებს ვისმენთ

“სამწუხაროა, რომ მეგობარ ელჩებზე, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებსა და საერთაშირისო პარტნიორებზე თავდამსხმელ განცხადებებს ვისმენთ”, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის დღევანდელი განცხადება.

მისივე თქმით, არანაირი რევოლუცია არ იქნება.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ამგვარ თავდამსხმელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს მეგობარ ელჩებზე, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებსა და ჩვენს საერთაშირისო პარტნიორებზე, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან კარგია, რომ ყველა კარგად ხედავს, თუ რას წარმოადგენს ხელისუფლება და ვინ არის ოპოზიცია.

რა რევოლუციაზეა საუბარი. არანაირი რევოლუცია არ იქნება. თუ ვინმე რამე კანონსაწინააღმდეგოს დააპირებს, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა – „მივმართავ დევიდ მაკკალისტერს, სჯობს, თქვენს კანცლერს, ანგელა მერკელს მოუწოდოთ, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და იაფ რუსულ გაზზე ნუ გაცვლის კავკასიას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები