ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

56 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა და მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა.

“პაციენტი კლინიკაში ერთი თვის წინ შემოიყვანეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. სამწუხაროდ, პაციენტის ორგანიზმმა ვერ გაუძლო“, – აცხადებენ კლინიკაში.

”რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში COVID-19-ით 4 ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები