შალვა ნათელაშვილი: ევროპაში არაერთი სამოქალაქო ომი და რევოლუცია მოხდა, რათა ამ კონტინენტს სამართლიანი და დემოკრატიული წყობილება მიეღო, დღეს ჩვენ სწორედ ამ გზაზე ვდგავართ
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპათიები ჩვენ მხარეს უნდა იყოს”, – ამის შესახებ „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ევროპაში არაერთი სამოქალაქო ომი და რევოლუცია მოხდა, რათა ამ კონტინეტს სამართლიანი და დემოკრატიული წყობილება მიეღო – მათ ამას მიაღწიეს. დღეს ჩვენ სწორედ ამ გზაზე ვდგავართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპათიები ჩვენ მხარეს უნდა იყოს.
მე მოვუწოდებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკკალისტერს, რომელმაც პათოსური განცხადება გამოაქვეყნა და მოგვიწოდა პარლამენტში შესვლისკენ. ჩემო ძვირფასო, გერმანელო, პოლიტიკოსო, ასეთ მოწოდებებს ჯობს, რომ თქვეს კანცლერს, ანგელა მერკელს მოუწოდო, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და იაფ რუსულ გაზზე ნუ გაცვლის კავკასიასა და რუსულ ინტერესებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.