ლევან რატიანი: ჩემი ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, მე მათ ვერ მივიღებ, აი, ეს არის დღევანდელი ჩვენი ქვეყნის, ამ კლინიკის რეალობა

“ამ წუთში რეანიმაციას არ აქვს საშუალება პაციენტის მიღების – მოხდება კოლაფსი, მიზეზი კი საწოლფონდის არ არსებობაა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

რატიანის თქმით, თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც წინა პერდიოდში ვაკეთებდით ე.წ კონსერვატიულ მიდგომას, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ძალიან მალე ჩამოინგრევა.

„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლიმიტი ამ ეტაპზე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ლევან რატიანის ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეამინაცია, მე მათ ვერ მივიღებ, აი, ეს არის დღევანდელი ჩვენი ქვეყნის, ამ კლინიკის რეალობა.

ამ წუთში რეანიმაციას არ აქვს საშუალება პაციენტის მიღების – მოხდება კოლაფსი, მიზეზი კი საწოლფონდის არ არსებობაა. დღითიდღე იმატებს ინიფიცრებულთა რაოდენობა, სულ ამას ვიძახდით, რომ გაიზრდება დაავადებული ადამიანების რაოდენობა, შესაბამისად, მათ 20%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები