„ციფრულმა ხელოვნებამ შეცვალა ჩემი სტილი, ჩემი პალიტრა გაფერადდა“

ამბობს, რომ რაც თავი ახსოვს, ხატავს. როგორც დედამ უამბო, მისი ერთადერთი გასართობი ბავშვობაში ფურცელი და ფანქარი ყოფილა. ცოტა რომ წამოიზარდა, შეიყვანეს სამხატვრო ათწლედში. ეს ის ადგილია, სადაც იპოვა საკუთარი თავი, როგორც გრაფიკოსმა, და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა.
პროფესიით არქიტექტორია, ინტერიერის დიზაინერი. აკადემიის მე4 კურსზე მეგობრებთან ერთად გაიმართა მისი პირველი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც, როგორც ამბობს, მისთვის ძვირფასესია.
ეს იყო ფანქარში შესრულებული ძველი თბილისის სერია
ბოლო წლებია დაიწყ Digital Art-ში მუშაობა და მისი ნამუშევრები, პალიტრა გაფერადდა.
ამზადებს, ასევე, რეპროდუქციებს ინტერიერისთვის. ასევე ხატავ ტექსტილზე, მაისურებზე, უდებზემუშაობ ძირითადად აკვარელში, ასევე აკრილში, ფანქარში და ტუშში.
ამბობს, რომ  მის მიერ დახატულ ყველა პორტრეტს,  ნატურას  დედის თვალები აქვს. თუმცა  ამას შეგნებულად არ აკეთებს, ეს თავისთავად,  ხელის ერთი მოსმით, ხდება. – მხატვარ თამარ (ბუკა) მებუკეს პერსონა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

 – ვხატავ, რაც თავი მახსოვსო, – სამხატვრო ათწლედი, საშუალო სკოლასთან ერთად პარალელურად დაამთავრე გრაფიკის განხრით. შემდეგ იყო აკადემია… ანუ ის გზა, რაც გაიარეთ, სწორი არჩევანი იყო ამ გადასახედიდან?
– სამხატვრო ათწლედის შემდეგ ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც სწავლას გავაგრძელებდი, იყო სამხატვრო აკადემია. ასე ვფიქრობდი, 10 წლის რომ ვიყავი და ახლაც. ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ხატვის გარეშე.
პროფესიით არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი ხართ. სწორედ აკადემიის მე4 კურსზე გაიმართა თქვენი პირველგამოფენა მეგობრებთან ერთად, სადაც გრაფიკული ნამუშევრები  იხილა მნახველმა. ეს იყო ძველი თბილისის სერია. რა ნოსტალგია გაქვთ ძველ თბილისზე?
– ძველ თბილისთან ჩემი სიყვარული ისევ და ისევ ათწლედის სკოლას უკავშირდება, სადაც ზაფხულობით პრაქტიკის სახით გარკვეულ დროს ვატარებდით. პროფესიიდან გამომდინარე უფრო ძირფესვიანად შევისწავლე ჩვენი უნიკალური არქიტექტურა და მისი ისტორია, რამაც უფრო შემაყვარა ძველი თბილისის სახლები, სადარბაზოები და აივნები. ძველი თბილისის გრაფიკული სერია გამორჩეულია ჩემთვის ორი მიზეზის გამო: პირველი ეს არის თბილისის არქიტექტურის სიყვარული და მეორე – ჩემი პირველი გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევრები.
– ფერები არ გიყვარდათ და ხატავდით ფანქრით ან ტუშით, მაგრამ ბოლო წლებია ყველაფერი შეიცვალა. მუშაობთ Digital Art-ში და ნამუშევრები გაფერადდა...  Digital Art-ის სპეციფიკაზე რას იტყვით? რა მოგწონთ ამ მეთოდში? რა შეიცვალა თქვენს შინაგან არსებაში?
– ციფრული ხელოვნებით არც ისე დიდი ხნის წინ დავინტერესდი. მიყვარს სიახლეები და მინდოდა ჩემი თავი ამ სფეროშიც გამომეცადა.
სიმართლე რომ გითხრათ, ეს მარტივი გზაა, ხელის ერთი მოძრაობით მიაღწიო იმ ეფექტს, რასაც ფუნჯით ან ფანქრით დღეები და კვირები სჭირდება, მაგრამ ვერაფრით შევადარებ იმ ემოციას, რაც ფანქრის ან ფუნჯის ერთ მოსმას მოაქვს. ციფრულმა ხელოვნებამ შეცვალა ჩემი სტილი, ჩემი პალიტრა გაფერადდა.
ინტერიერისთვის ამზადებთ ნამუშევრების რეპროდუქციებს, ხატავ ტექსტილზე, მაისურებზე, უდებზეთავად როგორ შეაფასებთ  ამ პერიოდს?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ, ამიტომ ვეცადე ამ ორი სფეროს გაერთიანება. რა არის ინტერიერი ხელოვნების გარეშე?! ეს არის ემოცია, რომელიც სრულყოფილს ხდის ადგილს, სადაც დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატერებ. ტექსტილზე ხატვა მეგობრის თხოვნით დავიწყე, თუმცა მისი სასწაული ემოციის შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანებს პატარა სიხარულს ვჩუქნიდი. ისინი თავს გამორჩეულად და ბედნიერად გრძნობდნენ, რადგან ატარებდნენ საკუთარი ემოციის ნაწილს.
– ვინ არიან თქვენი ნამუშევრებით დაინტერესებულნი?
– ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ხელოვნების უამრავი მოყვარული აღმოვაჩინე. კონკრეტულად ვერ გეტყვით, ვინ არის დაინტერესებული ჩემი ნამუშევრებით, მაგრამ ვისარგებლებ და ყველას დიდ მადლობას გადავუხდი გვერდში დგომისა და სტიმულისთვის, რომ არა ისინი, ნამდვილად არ ვიცი, მერქმეოდა თუ არა დღეს ხელოვანი.
შთაგონება და ხელოვანი? რა გაძლევთ მუშაობისას მუხტს და ძალას? რა სასწაული მოუხდენია შთაგონებას?
– იცით, რამდენიმე წლის წინ  რომ დაგესვათ ეს კითხვა, პასუხი იქნებოდა – „ვხატავ, როცა ცუდად ვარ”. ამას ჩემს ნამუშევრებშიც დაინახავთ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩემი ნამუშევრები გაფერადდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შინაგან მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული, თუმცა შთაგონებას ის ადამიანები მაძლევენ, რომლებსაც ვაბედნიერებ ჩემი პატარა, მაგრამ მთელი გულით და სულით შექმნილი ნამუშევრებით. ჩემი აზრით, ფუნჯის თითოეული მონასმი სასწაულია.
რაც კი პორტრეტი დამიხატავს,  ყველა ჩემ ნატურას  დედაჩემის თვალები აქვსო – ეს როგორ ხდება?
– პორტრეტი პირველად 11 წლის ასაკში დავხატე. მახსოვს. ათწლედში ნიშნის წერაზე  რომ გამოვფინეთ ნამუშევრები, მასწავლებელმა მკითხა, ყველას ერთნაირი თვალები აქვსო. მაშინ დავაკვირდი და ეს დედაჩემის თვალები იყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს როგორ გამოდის …
– გალაკტიონის თემა საინტერესოდ ასახეთ… რატომ მაინცდამაინც გალაკტიონი და რას განიცდიდით მუშაობისას?
– გალაკტიონის პოეზია ბავშვობიდან მიყვარდა. პირველი ილუსტრაციები ათწლედის სადიპლომო ნამუშევრები იყო, რომელიც შევასრულე მოყვითალო ფურცელზე ტუშით. თუმცა ცოტა ხნის წინ გალაკტიონის ლექსებს ცოტა ფერები შევმატე. ნამუშევრები შევასრულე აკვარელში, სველი ტექნიკით. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მისი პოეზია იმხელა ტკივილს, სევდასა და იმედგაცრუებას ატარებს, რომ რთულია გამოიყენო ფერი მისი შინაგანი მდგომარეობის გადმოსაცემად.
– როგორ იმოქმედა კორონავირუსის ეპიდემიამ თქვენზე – დადებითად თუ უარყოფითად?
– კორონავირუსმა, შემიძლია ვთქვა, რომ დამაბრუნა მხატვრობასთან. დრო არასდროს მქონდა, ახლა კი ის თავზე საყრელად მაქვს და ვცდილობ, ყველა წუთი ნაყოფიერად გამოვიყენო.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ფოტოგრაფიაა. მიყვარს დეტალების აღბეჭდვა ფირზე, ძირითადად პორტრეტების და არქიტექტურის ასახვა.
– გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– გამოფენას ჯერჯერობით ვერ ვგეგმავ, რადგან თითქმის ყველა ნამუშევარი გაყიდულია. მაგრამ იმედია, ახლო მომავალში, როცა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, გამოფენასაც შემოგთავაზებთ. ახლა გეგმაში მაქვს გალაკტიონის პატარა სერიის შექმნა აკვარელით და პატარა კრებულის გამოცემა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები