ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით ინფიცირებულებისათვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 5 952 საწოლი

“ამ ეტაპისთვის, მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც კოვიდინფიცირებული პაციენტებისათვის გამოყენებულია 5 952 ადგილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“საწოლფონდი არის ყველაზე კრიტიკული და მტკივნეული თემა, რომელზეც ხშირად ისმის საზოგადოებისგან კითხვები. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952, განთავსებულია 5 741 პაციენტი. ტრიაჟში გადასანაწილებლად – სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას – ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები