აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. შუახნის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ბოლო დღეების განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

- რეკლამა -

- რეკლამა -

იგი რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი ექიმი იყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენო ჭელიძე კლინიკაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

”ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტ. ჰიპერტენზია, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯამურად, აჭარაში covid-19-ით 4 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები