ევროპაში საავადმყოფოების დეზინფიცირებას რობოტები მოახდენენ – ევროკომისიამ შესყიდვა დაიწყო

ევროკომისიამ 200 რობოტების შესყიდვა დაიწყო, რომლებიც წევრი ქვეყნების საავადმყოფოებში დეზინფიცირებისთვის დარიგდება.

ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც აღინიშნება,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მსგავსი დაინტერესება გამოთქვა, რომ იყოს შეძენილი რობოტები, რომლებიც პაციენტების სტანდარტულ პალატების დეზინფიცირებას ულტრაიისფერი გამოსხივებით 15 წუთში მოახდენენ.

დეზინფიცირების პროცესს ოპერატორი გააკონტროლებს, რომელიც შენობის ფარგლებს გარეთ იქნება.

მოსალოდნელია, რომ საავადმყოფოები რობოტებს უახლოეს კვირებში მიიღებენ, თუმცა, ჯერ არ არის დაზუსტებული, რომელი ქვეყნები მიიღებენ მათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები