შალვა ნათელაშვილის ულტიმატუმი – “თუ ვინმე შეეცდება ამ უკანონო ორგანოს შეკრებას, შედეგები მისთვის ძალიან მძიმე იქნება”

“თუ ვინმე შეეცდება პარლამენტის შეკრებასა და ამუშავებას, შედეგები მისთვის ძალიან მძიმე იქნება”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არშესვლა, რაც ნიშნავს პარლამენტის დაშლას.

„ელჩებს ჩვენ ვხვდებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი. ჩვენ ვხელმძღვანლობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, ჩვენი ხალხის დავალებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის დავალება არის ის, რომ ხელისუფლება შეიცვალა, ივანიშვილმა წააგო არჩევნები, 48 პროცენტი აიღო, შესაბამისად, არ შეიძლება, მთავრობა შეადგინოს მან. ვინაიდან ის უარს აცხადებს, დაემორჩილოს ხალხის ნებას, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არშესვლა, რაც ნიშნავს პარლამენტის დაშლას. თუ ვინმე შეეცდება ამ უკანონო ორგანოს შეკრებას, მის ამუშავებასა და პარლამენტის დარქმევას, შედეგები მისთვის ძალიან მძიმე იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე განცხადებით, არა მხოლოდ ელჩმა, არამედ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები