მარიამ ქვრივიშვილი: მადლობა თითოეულ ჩვენი დაცვის ბიჭს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმებით იცავენ საკარანტინე სივრცეებს
ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, “ქართული ოცნების” პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ქვრივიშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას საკარანტინე სივრცეების უსაფრთხოების დაცვისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსდაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
“უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არ შემიძლია არ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო თითოეულ ჩვენი დაცვის ბიჭს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში დგანან ყველა საკარანტინე სივრცესთან და იცავენ იმ უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს, რომელიც პირველ რიგში არის ჩვენი და ჩვენი მოსახლეობისთვის განკუთვნილი, სადაც არის კოვიდ-სასტუმროები მობილიზებული”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.