გიგი უგულავა: 17 ან 18 ნოემბერს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარება იგეგმება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 17 ან 18 ნოემბერს განსხვავებული ფორმატის აქცია იგეგმება.

მისივე თქმით, აქცია, ერთი მხრივ, მიეძღვნება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას და ასევე იქნება საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საზეიმო დახვედრაც.

„ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17-ში ან 18-ში. ეს იქნება, ერთი მხრივ, ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ მიძღვნილი აქცია, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მაიკ პომპეოს ერთგვარი საზეიმო დახვედრა. აქ ლოკაცია და ფორმატი განსხვავებული იქნება. არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები. ლოკაციაც ისეთი იქნება, რომ არანაირად შეხებაში არ შევა უსაფრთხოების ნორმებთან. ჩვენ, ერთი მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, ამავე დროს, ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი არაფერი  იქნება. იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ერთი მესიჯით, არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს“, – განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები