გიორგი გახარია: წარმატება მინდა, ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენ დღეს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

“წარმატება მინდა, ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა, დარწმუნება გამოვთქვა იმაში, რომ ჩვენ დღეს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება.

„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან და ლ ჩვენ ვერ ვახერხებთ, სტადიონზე ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. წარმატება მინდა, ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა, დარწმუნება გამოვთქვა იმაში, რომ ჩვენ დღეს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას,” – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები