ფილიპ ბრიდლავი: საქართველოში ჩატარებული არჩევნებით მთავრობას მიეცა მანდატი განამტკიცოს ურთიერთობა აშშ-თან, ნატოს-თან
საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.
მისი თქმით, „მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად“.
“ჩატარებული არჩევნები საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს – გილოცავთ! მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად. მომდევნო წლებში ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენ ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ბრიდლავმა.