სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უკრაინული “რადას” ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დღეს გარკვეული მედიასაშუალებებით გავცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინული “რადას” ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა, ეხმაურება.

“გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. SkyUp Airlines-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით.

თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე SkyUp Airlines-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა.

გთხოვთ, იხილოთ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამოგზავნილი შეტყობინება. პერსონალური მონაცემი დაშტრიხულია”, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები