გიორგი გახარია: პანდემიის პირობებში ჩვენმა მევენახეებმა რეკორდული მოსავალი – 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

“ორიოდე სიტყვით მინდა, შევეხო რთველს, რომელიც დასრულდა. 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი  ‐ 277 ათასი ტონა ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასა და სახელმწიფოსთან ერთად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრმა მოსავლის ჩაბარების პროცესის წარმატებით მიმდინარეობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე,გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით. ასევე ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე იყო რეკორდული მოსავალი 1 400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო ჩაბარებული. მინდა გითხრათ, რომ ასევე ეფექტურად იყო ჩატარებული, როგორც ატმის, ასევე ვაშლის მოსავალი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბატონ ლევან დავითაშვილს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები