Admixer – კომპანია, რომელსაც ციფრული კომუნიკაციები საქართველოში ახალ საფეხურზე აჰყავს

რეკლამის უდიდესი წილი საქართველოშიც რომ უკვე ციფრულ პლატფორმებზე მოდის, არახალია, თუმცა ამ ბაზარს თავისი, ტრადიციული რეკლამისგან განსხვავებული განვითარების მიმართულებები და ტექოლოგიური პრინციპები გააჩნია.

ქართული დიჯითალ სარეკლამო ბაზრის განვითარების ახალ ეტაპზე აყვანას, რაც საერთაშორისო ინსტრუმენტების ათვისება/დანერგვას გულისხმობს, კომპანია Admixer.GE პროფესიონალთა გუნდისა და საერთაშორისო გამოცდილებით ახორციელებს.

დსთ–ის სივრცეში წამყვანი დიჯითალმოთამაშე, კომპანია Admixer საქართველოში ოპერირების არეალს აფართოებს და ბაზრის მოთამაშეებს თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებს სთავაზობს დიჯითალმარკეტინგისა და სარეკლამო კამპანიების გასაუმჯობესებლად.

„მიმდინარე წელს კომპანია Admixer GE ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“, – ამბობს დიმიტრი ტიკარაძე, Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანია მსოფლიო ციფრული გიგანტების Google Marketing Platform–ის, Viber–ის, InMobi–ს, Tinder–ის, Opera–სა და მრავალი სხვა პლატფორმის პარტნიორია, რაც მას ქართულ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტების და პრაქტიკის დანერგვაში ეხმარება.

Admixer სჭირდება ყველას: საიტები, ფაბლიშერები, მედიაჰოლდინგები, ონლაინ კინოთეატრები, აპლიკაციები, სეილს-ჰაუსები, სარეკლამო ქსელები, მონაცემთა მომწოდებლები, სარეკლამო სააგენტოები და რეკლამის დამკვეთები. კომპანიის ინსტრუმენტები სხვა მედიებზეც ვრცელდება: ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები.

Admixer–ის CEO მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბაზრის მოთამაშეებს შორის კომუნიკაციის გამარტივება.
„Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ“, – ამბობს ალექსანდრე ბრეუსი, CEO Admixer Advertising.
ზოგადად, საბაზრო ურთიერთობებში უმნივშნელოვანესია თანამშრომლობის როგორც შენარჩუნება, ასევე მისი ეფექტიანი განვითარება და ახალი ურთიერთობების დამყარება. Admixer–ის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები კომპანიებისთვის სწორედ ამ პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრაში დახმარების ინსტრუმენტებს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები