თორნიკე ჭეიშვილი: გარკვეულ ჯგუფებს ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას
“გარჯვეულ ჯგუფებს ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგებას,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
„ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა უწმინდესისა და უნეტარესისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მიგებას. ეს იყო მათთვის მართლაც თავზარდამცემი სურათი და ამის გათვალისწინებით ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე მიაყენონ რეპუტაციული ზიანი დედაეკლესიას“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.