თეა წულუკიანი – ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი

ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას. ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლო-ბოლო ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედეგი არ დგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი Live” ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა მაინც უკვირს ოპოზიციის მიერ 26 მაისის თარიღის შერჩევა.

„მიუხედავად იმისა, რომ აღარაფერი მიკვირს მათგან, მაინც გამაოცა 26 მაისმა, როგორც თარიღმა. იმიტომ, რომ 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი. ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი და მერე სისხლიან რუსთაველზე იზეიმეს. ასევე იყო გარდაცვალების შემთხვევები და ცხედრები დამალული ერთ-ერთი შენობის სახურავზე. როდესაც შენ ამის ფონზე ისევ 26 მაისს ირჩევ ე.ი. არც პოლიტიკა გესმის, ალბათ არც მრჩეველი გყავს ან/და კიდევ უარესთან გვაქვს საქმე – მათ ეს საერთოდ არ აინტერესებთ, ხალხიც სულელი ან გულმავიწყი ჰგონიათ. განვიცდით, რომ სულელების დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე, ჩვენ გვჭირდება უძლიერესი ოპონენტები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები