“მისი უწმინდესობის 40 გახლავთ 25 აპრილს – ამ 40 დღის განმავლობაში განსაკუთრებული ძალა აქვს გარდაცვლილის სულის საოხად აღვლენილ ლოცვებს” – მამა გიორგი ვაშალომიძე
„ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ”, – ამის შესახებ სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური, მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას აცხადებს.
როგორც მღვდელმსახური აღნიშნავს, პატრიარქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.
“მისი უწმინდესობის 40 გახლავთ 25 აპრილს – ამ 40 დღის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა აქვს გარდაცვლილის სულის საოხად აღვლენილ ლოცვებს“, – აღნიშნა მამა გიორგი ვაშალომიძემ.