გიორგი გაბუნია: შედგა პირდაპირი კომუნიკაცია ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის, არსებობს პოზიტიური იმპულსები, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს

უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ზარი, შედგა პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის და იქნა განხილული საკითხები საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობის თაობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ასევე გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის შესახებ. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა და განწყობა, რომ საქართველო მზად არის, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს; ის ურთიერთობა, რომელიც დღეს არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ არის მისაღები და ჩვენ მზად ვართ ურთიერთობისთვის; ასევე მზად ვართ რეალურად სტრატეგიული ურთიერთობისთვის და არა იმ სტრატეგიული ურთიერთობისთვის, რომელიც მანამდე იყო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდი. ჩვენ მზად ვართ რეალური ურთიერთობებისთვის, რეალური სტრატეგიული პარტნიორობისთვის; მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს ჩვენს ურთიერთობებს შორის. ვფიქრობ, ამ მიმართულებით განწყობა არსებობს და ჩვენ დაველოდებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები