ნიკოლოზ სამხარაძე – სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც

“განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც,”- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა.

„რა თქმა უნდა, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს. თუმცა, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც როგორც სლოვაკეთს, ასევე საქართველოს აქვს როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე. ამიტომ ველოდებით საინტერესო და ნაყოფიერ დისკუსიას და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს ბრატისლავაში შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები