მარკო რუბიო: ჩვენ ძალიან მცირედით ვართ დამოკიდებულნი ჰორმუზის სრუტეზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მცირედით“ არის დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე, რომლის ჩაკეტვამაც გაზისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

Fox News-ის წამყვანმა შონ ჰენიტიმ რუბიოს ჰკითხა, არის თუ არა აშშ-ს მიერ კონფლიქტის დასრულების ერთ-ერთი პირობა „ნავთობის თავისუფალი ნაკადი“ სრუტეში.

„ჩვენ ძალიან მცირედით ვართ დამოკიდებულნი ამ სრუტეებზე, ამიტომ, თუ ირანი მართლაც გადაწყვეტს იქ ბაჟის დაწესებას, ან თუ გადაწყვეტენ სრუტის უკანონოდ კონტროლს და ამის განხორციელებას შეეცდებიან, ვფიქრობ, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტი იქნება, მოისურვებს თუ არა დახმარებას“, – განაცხადა რუბიომ.

მანვე დასძინა, რომ ეს მსოფლიოსთვის პრობლემაა.

„მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა გადადგან ნაბიჯი, გაუმკლავდნენ ამას და თქვან, რომ ეს აუტანელია და ჩვენ მათ ამისკენ მოვუწოდეთ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მანამდე რუბიომ განაცხადა, რომ ირანს შეუძლია დააწესოს „საბაჟო სისტემა“ სრუტეში გამავალი საერთაშორისო გემებისთვის, რასაც მან უკანონო და „მიუღებელი“ უწოდა და თქვა, რომ ეს მსოფლიოსთვის საშიშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები