Axios: ირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

აშშ და ირანი პოტენციურ შეთანხმებას განიხილავენ, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სანდო წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, მოლაპარაკებები პირდაპირი იყო თუ მხოლოდ, შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, გაურკვეველია, შესაძლებელი იქნება თუ არა მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ასევე, აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შესაძლებლობას განიხილავდა, როგორც ადმინისტრაციის შიგნით, ისე მის გარეთ მყოფ ოფიციალურ პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები