თეა წულუკიანი – რუბიოს ზარზე: ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება
ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარ სატელეფონო ზარზე საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანი მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებსაც გამოეხმაურა.
„შეიძლება არ გიხაროდეს, რომ მსოფლიოში და რეგიონში არსებულ უმძიმეს ვითარებაში შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ურეკავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი? ეს საუბარი იძლევა იმედს იმისა, რომ გაჭიანურებული პროცესის ჯანსაღ ტალღაზე გადაყვანის მომენტი დგება. ეს არ გაგიხარდეს, ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია ნებისმიერი ქართველისთვის. ისინი ასე ვერ მოიმხრობენ ამომრჩეველს, ამომრჩეველიც იზრდება, სწავლობს, ბევრი რამე ნახა ამომრჩეველმა და ამიტომ ამგვარ არასერიოზულობას აღარ სცემს პატივს და არ ხდება ამის მომხრე. ამ ძალებმა ეს ვერ გაიგეს. ნაცვლად იმისა, რომ შინაარსობრივი კითხვები დაესვათ, ნაწილმა ვითომ ვერ გაიგო, ნაწილმა დააკნინა თუ გააუბრალოვა. მთავარი არის ის, რომ ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.