დავით მათიკაშვილი: წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებით – საქართველოს აუცილებლად ეყოლება ღირსეული კათოლიკოს-პატრიარქი
“წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებით. საქართველოს აუცილებლად ეყოლება ღირსეული კათოლიკოს-პატრიარქი,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„რაც უფრო მეტად ახლოვდება წმინდა სინოდის სხდომის თარიღი, მით უფრო აქტიურდებიან რადიკალური ჯგუფები, დესტრუქციული, ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალები. ისინი მუდმივად ცდილობენ, ხელი აფათურონ ეკლესიის შიდა საქმეებში, რითაც საკუთარ სახეს კიდევ ერთხელ ავლენენ მთელი საზოგადოების წინაშე. ყველამ შეიკავოს თავი. წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებით. საქართველოს აუცილებლად ეყოლება ღირსეული კათოლიკოს-პატრიარქი.
ეკლესიამ უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო გარედან დაფინანსებული რადიკალური ჯგუფები და მათი პროპაგანდისტული ტელევიზიები ამ პროცესს უნდა გაემიჯნონ, რამეთი ნამდვილად არ აქვს ადგილი ეკლესიის საქმეებში რადიკალურ ჯგუფებს და პროპაგანდისტულ ტელევიზიებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, 3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.