„იმ ეტლს დაეწიე, იქ მაჩაბელია“ – როგორ ეძებდა აკაკი წერეთელი დაკარგულ ივანე მაჩაბელს

ქართველი მწერლის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე მაჩაბლის გაუჩინარების შესახებ, ალბათ, ყველას გვსმენია. მაშინ ისიც გაგონილი გვექნება, რომ ამ ამბავს ვიღაც-ვიღაცები აკაკი წერეთლის სახელსაც უკავშირდებდნენ. „კვირის პალიტრამ“ 2012 წელს გამოაქვყენა რამდენიმე მოგონება აკაკისა და მის მეგობრის, სოსიკო მერკვილაძის შესახებ და სწორედ აქ მოხვდა ეს ამბავიც.

ეს ის დრო იყო, როცა ქვეყანა მაჩაბლისა და ჭავჭავაძის მომხრეებად იყო დაყოფილი.  ვანო მაჩაბელი რომ გაქრა, ეჭვი ჭავჭავაძისტებზე მიიტანეს. მერე აკაკისაც მიადგნენ, – ვანოს ცოლი უყვარდა და ალბათ, ამის გამო დაუპირისპირდა მაჩაბელსო. ზოგი კი ირწმუნებოდა, მაჩაბლის მკვლელი  პროფესიონალი იქნებოდა, სხვა კვალს ასე როგორ დაფარავდაო. ასახელებდნენ კიდეც – ჟანდარმერიის უფროსი ჯანდიერი ჭავჭავაძისტი ყოფილა. ის მოაკვლევინებდა და გვამსაც გადამალავდაო.

აკაკი ჭორებმა შეძრა – აუტანელი იქნებოდა ტყუილი ბრალდების მოსმენა…

დავით ფაღავას ქალიშვილის მოგონებიდან:

გიმნაზიელი დავით ფაღავა სოსიკო მერკვილაძესთან ცხოვრობდა. როცა აკაკის დუქანში რამე სჭირდებოდა, მას ავალებდა. ისიც ყველგან ეგზავნებოდა. ვანო მაჩაბელი რომ გაქრა, აკაკის უთხოვია ფაღავასთვის, ფაეტონი დამიჭირეო. მოუყვანია ბიჭს ფაეტონი, სოსიკომ მარტო არ გაუშვა მგოსანი, ერთად ჩასხდნენ. უბედურებით გაოგნებული აკაკი, „ვანოო“, იძახდა. უცებ აკაკიმ მოპირდაპირედ ფაეტონში ვიღაც შენიშნა: – აი, მაჩაბელი… იმ ეტლს დაეწიე, იქ მაჩაბელია! მისდიეს კიდეც, მაგრამ  თვალთაგან გაქრა. ბოლოს უთქვამს უბედურებით გაოგნებულ აკაკის – ალბათ, ვანო არ იყოო.

იმ ღამით სოსიკო და აკაკი მაჩაბელს დაეძებდნენ… დილით დაღლილები დაბრუნდნენ. რა მძიმე ღამე ჰქონდათ, სად  იყვნენ და როგორ ეძებდნენ ვანო მაჩაბელს, ამ იდუმალ ამბავზე არაფერს ჰყვებოდა სოსიკო მერკვილაძე…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები