აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა – დაღუპულია ორი ადამიანი (ფოტო)

ამერიკის შტატ ალაბამაში, ქალაქ ფოლში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაღუპულია ეკიპაჟის ორივე წევრი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საზღვაო-სამხედრო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

“აშშ-ის T-6B Texan II ВМС თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ქალაქ ფოლში, ალაბამას შტატში. თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა. მათი სახელები, ჯერჯერობით, არ გაჟღერდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, ბორტზე ორი სამხედრო პირი იმყოფებოდა. კატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, ასევე უცნობია, არიან თუ არა დაღუპულები მოსახლეობას შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები