მოსკოვი Twitter-სა და Facebook-ს ცენზურაში ადანაშაულებს
“მოსკოვი Twitter-სა და Facebook-ში ცენზურის ნიშნებს ხედავს”, – განაცხადა რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, ციფრულ სფეროში ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს ონლაინსივრცის მონოპოლიზაცია, დომინირება მხოლოდ დასავლური, კერძოდ, ამერიკული კორპორაციებისა და ტრანსპარენტულობისა და საზოგადოდ მიღებული წესების არარსებობა.
“ამას ვაკვირდებით ყოველდღიურად ჩვენს საქმიანობაში, ვხედავთ ასევე ღია ცენზურას იგივე Twitter-ისა და Facebook-ის მხრიდან, როდესაც მტკიცებულებების გარეშე რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს არასანდოობის იარლიყს აკერებენ, სიიდან შლიან, ბლოკავენ, ექაუნთებს აუქმებენ”, – თქვა ზახაროვამ.