ზუგდიდში ბანკის ფილიალიდან სამართალდამცველებმა მძევლების ნაწილი გამოიყვანეს

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან სამართალდამცველებმა მძევლების ნაწილი გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ხუთამდე მძევალი შენობიდან სახანძრო ამწეს საშუალებით გამოიყვანეს. ისინი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები