“საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი და ამასთან ბრძოლა მმართველ გუნდს 2012 წლის შემდგომ, წლების განმავლობაში მოუწია”

“საქართველოს სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან ბრძოლა მმართველ გუნდს 2012 წლის შემდგომ, წლების განმავლობაში მოუწია.

„საქართველოს სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი. ამასთან ბრძოლა 2012 წლის შემდგომ ჩვენ მოგვიწია წლების განმავლობაში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე კი არ არის საუბარი, სისტემა იყო მთლიანად კორუმპირებული და ძალადობრივი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები