ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს საქმის დამატებითი მასალები გადაეცათ

სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს საქმის დამატებითი მასალები გადაეცათ.

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თქმით, გენერალურ პროკურატურაში იმ პირთა გამოკითხვის ოქმები გადასცეს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში დაიკითხნენ.

„დღეს ჩვენ გამოვითხოვეთ დამატებითი მტკიცებულებები, რაც იქნა მოძიებული, კერძოდ კი, დაკითხვის ოქმები. მათ შორის, გადმოგვეცა ხიდაშელის დამატებითი დაკითხვის ოქმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, არის რამდენიმე მესაზღვრის ოქმები და სასულიერო პირის დაკითხვის ოქმი. ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ ოქმების გაცნობა, რადგან სწორედ ახლა გამოვიტანეთ ეს მასალა. როდესაც გავეცნობით, შინაარსზე ამის შემდეგ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები