1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2117 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0069 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7763 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7728 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები