გიორგი გახარია: არანაირი კვლევა არ გვჭირდება, მოქალაქეების იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ 

“ბოლო წარდგენა გვქონდა აბაშაში გუშინ. არანაირი კვლევა არ გვჭირდება, აბსოლუტურად, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეების”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა – გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ბოლო პერიოდში, იქედან გამომდინარე, რომ პოლიტიკური აქტივი, სამწუხაროდ, ოპოზიციას საერთოდ გამქრალი აქვს, ხდება ამ ისტერიკისა და პანიკის დანერგვა.

„მე ახლა დავამთავრე რეგიონული წარდგენების ციკლი. ბოლო წარდგენა გვქონდა აბაშაში გუშინ. არანაირი კვლევა არ გვჭირდება, აბსოლუტურად, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეების. უბრალოდ, არ გვჭირდება. ეს შეგრძნებების დონეზე ჩანს. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი რაც არის, მეც არ მომწონს და რაზეც ხშირად ვსაუბრობდით – ამ ბოლო პერიოდში, იქედან გამომდინარე, რომ პოლიტიკური აქტივი, სამწუხაროდ, ოპოზიციას საერთოდ გამქრალი აქვს, ხდება ამ ისტერიკისა და პანიკის დანერგვა, მაგრამ შეუძლებელია, არ გამოვა ეს ყველაფერი. ერთადერთი, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ყველამ ერთად, უსაფრთხოდ, დემოკრატიულად და ღიად უნდა ჩავატაროთ არჩევნები”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები