ვარკეთილში და ზემო პლატოზე რკინა-ბეტონის საფეხმავლო კიბეებს აწყობენ

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილსა და ზემო პლატოზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, სამ მისამართზე რკინა-ბეტონის საფეხმავლო კიბეები ეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი – კახა სამხარაძე გაეცნო.
ზემო პლატოს N8 კორპუსის მიმდებარედ 43-მეტრიანი რკინა-ბეტონის საფეხმავლო კიბე ეწყობა. სამუშაოები თითქმის დასრულებულია; ამჟამად, მიმდინარეობს რკინის მოაჯირების შეღებვის სამუშაო. პროექტის განსახორციელებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 25 420 ლარი გამოიყო.
საფეხმავლო კიბეები ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონშიც ეწყობა; სამუშაოები მეორე რიგის N2 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს; უკვე მოეწყო ბეტონის საფეხურები და რკინის მოაჯირები შეიღება. პროექტის ბიუჯეტი 12 475 ლარია.
სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის 3ა მიკრორაიონშიც; N335 კორპუსის მიმდებარედ საფეხმავლო კიბის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბეტონის საფეხურები მოეწყო და დაიწყება რკინის მოაჯირების მონტაჟი. პროექტის ღირებულება 6 815 ლარია.
საფეხმავლო კიბეების მოწყობა სამივე მისამართზე უახლოეს დღეებში დასრულდება; სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია – „ლაგო“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები