კორონავირუსის საქმეზე, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის სახლი გაჩხრიკეს

საფრანგეთში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებული ზომების საქმის გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

Le Figaro-ს ინფორმაციით, ვერანი ერთ-ერთი ამჟამინდელი ან ყოფილი მინისტრების რიცხვშია, რომელთა მიმართ მიღებული საჩივრების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს.

ივლისში, საფრანგეთის სპეციალურმა სასამართლომ 90 საჩივრის მიღების შემდეგ, გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, საჩივრები ეხება პირბადეებისა და სხვა საჭირო სამედიცინო ნივთის არარსებობას.

კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა, ექიმებმა, პატიმრებმა და პოლიციელებმა ქვეყნის მთავრობის წევრები დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი ხალხის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ, არ ეხმარებიან მათ, ვინც საფრთხეში იმყოფება. ასევე, ადანაშაულებენ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში. 9 საჩივარი გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.

ფრანგმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ყოფილი პრემიერის –  ედუარდ ფულიპის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის – ანიეს ბუზინის, მთავრობის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენლის, სიბეთ ნდიაიეს და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანლის, ჟერომ სალომონის სახლებიც გაჩხრიკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები