გიორგი გახარია: უახლოეს დღეებში 1 000-ს გადავაბიჯებთ

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს საქართველოში რეკორდული მაჩვენებლი – 919 ინფიცირებული დაფიქსირდა. ეს სერიოზული რიცხვია და, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1 000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა – მკაცრი შეზღუდვების და “ლოქდაუნების“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები