“სომხეთთან კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარებაზე კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს, მათ ისურვეს, კონსულტაციები რუსეთისგან მიიღონ”

“სომხეთთან კორონავირუსის მიმართულებით დახმარების ნაწილში კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს”, – ასე უპასუხა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კითხვას – გრძელდება თუ არა სომხეთთან დახმარების ნაწილში კონსულტაციები.

მისი თქმით, სომხეთმა ისურვა, რომ კონსულტაციები რუსეთისგან მიიღოს.

„არ გრძელდება, მათ, ძირითადად, ასე ვთქვათ, ისურვეს, რომ ასეთი კონსულტაციები მათ რუსეთმა ჩაუტაროს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაეხმარებოდა საქართველო სომხეთს კორონავირუსის მართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები