გოჩა ენუქიძე კალის თემის მოსახლეობას შეხვდა
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, ამჯერად მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემის მოსახლეობას შეხვდა.
“მესტიელები ყველაზე კარგად იცნობენ იმ საშეღავათო პირობებს, რომელსაც ჩვენი გუნდი მთიანი რეგიონების ხელშეწყობისთვის ახორციელებს”,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
მისი ინფორმაციით, კალის თემში: რეაბილიტირდა კალის საჯარო სკოლა; რეაბილიტირდა კალის ადმინისტრაციული შენობა; რეაბილიტირდა ხიდები, მოეწყო გზის დამცავი და ნაპირსამაგრი გაბიონები სოფლებში, ვიჩნაშსა და დაუბერში; რეაბილიტირდა სოფელ ხალდესთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა; დაგეგმილია კალის სპორტული დარბაზის მშენებლობა; განხორციელდა 14 პროექტი კალის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში; მოქმედებს სოციალური პროგრამები და საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში, სადაც ყოველ დაბადებულ ბავშვზე ფულადი დახმარება გაიცემა და პირველკურსელი სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან.