პირველად საქართველოში, “თიბისიმ” ონლაინგანვადების ციფრული არხი შექმნა
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge-ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ამისათვის, მომხმარებელმა ვებგვერდზე განთავსებული პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალიდან, მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ნივთი უნდა შეარჩიოს და მარტივი განაცხადი შეავსოს. პროგრამა ავტომატურად განიხილავს განაცხადს, რის შემდეგაც მომხმარებელი განვადების დამტკიცების შესახებ პასუხს რამდენიმე წამში მიიღებს და მას ფილიალში ან მაღაზიაში მისვლა და განაცხადის შესავსებად ოპერატორთან გასაუბრება აღარ დასჭირდება.
„თიბისის” მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებაზე, რაც მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. პროცესების ფიზიკურიდან ონლაინ სივრცეში გადატანა და მათი გაციფრულებაც ამ სტრატეგიის ნაწილია. მოხარული ვართ, რომ საქართველოში პირველად, განვადების სერვისით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დისტანციურად შეძლებენ და ამისათვის მათ ფილიალში ვიზიტი არ მოუწევთ, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე”, – განაცხადა ირაკლი ევგენიძემ, “თიბისის” განვადების განვითარების ლიგის ხელმძღვანელმა.
სასურველი ნივთის შესაძენად, Tbcganvadeba.ge-ზე დამტკიცებული ონლაინ განვადების გამოყენებას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში შეძლებს.
ვებგვერდს მუდმივად დაემატება ახალი ფუნქციები, ასევე განახლდება პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი.
R