ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში “პისიარ” ტესტების დეფიციტი არ არის
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, ქვეყანაში PCR ტესტების საკმარისი მარაგია შეძენილი და, ჯერჯერობით, დეფიციტი არ შეინიშნება.
მისივე თქმით, ტესტების შეძენა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“PCR ტესტების მარაგი ქვეყანაში შეძენილია. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეფიციტი არ ფიქსირდება. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ჩვენს მარაგებს და შესყიდვებიც პარალელურ რეჟიმში, გეგმურად მიმდინარეობს.
საწოლფონდს რაც შეეხება, კვლავ რჩება 3000 საწოლამდე. 1630 საწოლი არის დამატებული.
ჩვენ გაზრდილ რიცხვებს არ აღვიქვამთ, როგორც ნეგატიურ რიცხვებს, ვინაიდან საკმაოდ მაღალია პროცენტული გამოვლენა იმ სამიზნე ჯგუფებში, რომლებშიც ტესტირებას ვატარებთ. ჩვენი მიზანია სწორედ ის, რომ გამოვლენა მაღალი გვქონდეს და არცერთი ინფიცირებული ადამიანი არ დარჩეს, როგორც რისკის მატარებელი საზოგადოებაში და, შესაბამისად, ინფექციის გამავრცელებელი, ასევე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ტიკარაძემ.